პარლამენტთან დაპირისპირებაა, მედიის წარმომადგენლები შენობაში შესვლას ცდილობენ, სამართალდამცავები კი მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს საშვები აქვს, რითიც საკანონმდებლო ორგანოში შეუძლიათ შესვლა.
"დაარღვიეს ყველანაირი კანონი, ჩვენ, ჟურნალისტებს უფლება გვაქვს, რომ პარლამენტი შევიდეთ" - აცხადებს ვახო სანაია.
ადგილზე პოლიციის კორდონია გაკეთებული.
ცნობისთვის, გუშინ ჩატარებულ აქციაზე, აქციის მონაწილეებმა ღარიბაშვილს 12 ივლისის 12 საათამდე მისცეს თანამდებობის დატოვების ვადა. თუ აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფლდება 18:00 საათზე პარლამენტთან, იგივე მოთხოვნით, ისევ აქციაა დაგეგმილი.
ფოტო: რადიო თავისუფლება