ექსპრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი გუშინ მიმდინარე აქციასა და ძალადობრივ ქმედებებს აფასებს. მან ძალადობა დაგმო და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ფაქტზე დროული რეაგირება.
მისი თქმით, ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს.
"გუშინდელი დღე იყო უმძიმესი დღე, რომლებმაც იხილეს ძალადობა, ზიზღი. მიუღებელია საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის, არანაირი გამართლება არ არსებობს სხვა მოვლენას შორის, ვერაფერს ვერ უნდა გამოეწვია ეს აგრესია, რაც ჩვენ ვიხილეთ და რეაგირება უნდა მოხდეს ამაზე.
გუშინ მივიდა ეგზალტირებული მასა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა ადამიანებს, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ და ადამიანებს, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში მიდიოდნენ და არ მოეწონათ" - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ფოტო: 1TV