,,ქართულ ოცნებას“ ახლა იმედი აქვს, რომ ამა თუ იმ ფორმით, მოახდენს გახარიას განდევნას პოლიტიკიდან და ამ სამობილიზაციო ელექტორატს ისევ თვითონ წაიყვანს. ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გახარიას მაღალი რეიტინგი აქვს და ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს გახარიას თავისი ელექტორატი ჰყავს, რომელიც მას ხმას მისცემს და რომლებიც ,,ქართული ოცნებიდან“ წამოსული ამომრჩევლები არიან.
,,ხვალ რომ იყოს არჩევნები, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს. ქართულ ოცნებას ახლა იმედი აქვს, რომ რაღაც ფორმით, მოახდენს გახარიას განდევნას პოლიტიკიდან და ამ სამობილიზაციო ელექტორატს ისევ თვითონ წაიყვანს, როგორც მიჰყავდა არჩევნებიდან არჩევნებამდე. დრო გახარიაზე ახლა არ მუშაობს. პირიქით, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ეს ხალხი წავა და გახარიას მისცემს ხმას. გახარიას ამომრჩევლები ოცნების ამომრჩევლები არიან“ _ აცხადებს გია ხუხაშვილი.