რა პროდუქტები გაძვირდა მაისში ყველაზე მეტად - საქსტატი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ - 7.7%.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, მაისში წლიურ ჭრილში სასურსათო პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ისევ ზეთისა და ცხიმის ფასი გაიზარდა - 42.7%-ით.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.07 პროცენტული პუნქტით აისახა.
ნამატი ფასები პროდუქტებზე ასე გამოიყურება:
ზეთი და ცხიმი 42.7 %
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 13.7 %
რძე, ყველი და კვერცხი 8.0 %
ყავა, ჩაი და კაკაო 8.0 %
თევზეული 7.6 %
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 7.2 %
ხორცი და ხორცის პროდუქტები 6.0 %
პური და პურპროდუქტები 5.8 %
ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-23.3 % ასევე ხილსა და ყურძენზე -20.9 %)
მთავარი ფოტო: dawn.com