პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ, საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება, როგორც ეკონომიკისთვის ასევე მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით.
ინფორმაციას პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ საპენსიო უზრუნველყოფის სქემა შეიძლება სამი მიმართულებით დაიყოს: დაგროვებითი პენსია, კერძო საპენსიო ფონდები და საყოველთაო პენსია.
„ამ ჩამონათვალიდან დაგროვებითი პენსიის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. ამ ეტაპზე საპენსიო აქტივების ღირებულება 1 მლრდ 420 მლნ ლარია, მათ შორის დარიცხული სარგებელი - 148.8 მლნ, ხოლო რეგისტრირებულია 1 მლნ 145 808 მონაწილე“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ
მთავარი ფოტო: qronikaplus.ge