ვის რამდენი პარტია აქვს გამოცვლილი
გადავხედოთ დღეს აქტიური პოლიტიკოსების წარსულს და გავიხსენოთ, ვინ რამდენჯერ შეიცვალა პოლიტიკური ხედვა და შესაბამისად - პარტია. უნდა აღინიშნოს, რომ მინიმუმ 2 პარტია, ქართველ პოლიტიკოსთა უმრავლესობას აქვს გამოცვლილი, თუმცა ბევრია ისეთი, ვინც სამჯერ და მეტჯერ შეიცვალეს პოლიტიკური პარტნიორები. ჩამოთვლილთა შორის ლიდერობს აკაკი ბობოხიძე, რომელმაც ხუთჯერ შეიცვალა პოზიცია, შესაბამისად ის გახლავთ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე მეტჯერ გახდა პარლამენტის წევრი, თუმცა ბოლო ცვლილებამ აღარ გაუმართლა და პარლამენტს მიღმა დარჩა.
პარტიაგამოცვლილი პოლიტიკოსების სია ძალიან დიდია, ამიტომ რამდენიმეს შემოგთავაზებთ:
აკაკი ბობოხიძე
ბლოკი - მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო; გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია; სახალხო პარტია; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ევროპული საქართველო.
გუბაზ სანიკიძე
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი; პოლიტიკური გაერთიანება - ეროვნული ფორუმი; ბლოკი - ქართული ოცნება ეროვნული ფორუმი; ბლოკი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია.
გოჩა ენუქიძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ქართული ოცნება
გიორგი ვოლსკი
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია; ქართული ოცნება
პაატა კვიჟინაძე
ბლოკი - მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო; ქართული ოცნება
ანზორ ბოლქვაძე
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ქართული ოცნება
გოჩა თევდორაძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; პატრიოტთა ალიანსი
ნინო ბურჯანაძე
ბლოკი - მოქალაქეთა კავშირი; ბურჯანაძე-დემოკრატები; დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველო
გიორგი ბარამიძე
საქართველოს მწვანეთა პარტია; საქართველოს მოქალაქეთა კავშირი; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ირაკლი ქადაგიშვილი
ეროვნულ დემოკრატიული პარტია; ქართული ოცნება
არმაზ ახვლედიანი
საქართველოს აღორძინების კავშირი; საქართველოს მოქალაქეთა კავშირი; ქართული ოცნება; ევროპული საქართველო
ფიქრია ჩიხრაძე
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი; მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს; ახალი მემარჯვენეები; ლელო
დავით უსუფაშვილი
რესპუბლიკური პარტია; ბლოკი: ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო; შენების მოძრაობა; ლელო
შალვა შავგულიძე
თავისუფალი დემოკრატები; ბლოკი: ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო; ევროპული საქართველო
გიორგი ვაშაძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; სტრატეგია აღმაშენებელი
ზურაბ ჯაფარიძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; პოლიტიკური გაერთიანება - გირჩი; გირჩი - მეტი თავისუფლება
ფრიდონ ინჯია
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია; საქართველოს მოქალაქეთა კავშირი; ლეიბორისტული პარტია; პატრიოტთა ალიანსი; ევროპელი სოციალისტები
ირაკლი ჩიქოვანი
თავისუფალი დემოკრატები; ქართული ოცნება
ლევან სამუშია
თავისუფალი დემოკრატები; ლელო - საქართველოსთვის
პაატა მანჯგალაძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის; სტრატეგია აღმაშენებელი
კახაბერ ოქრიაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ქართული ოცნება; პროგრესი და თავისუფლება