საქართველოს საპატრიარქოში მღვდელმთავრების შეკრება იმართება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი თემა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენები იქნება.
,,დღეს საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბებიან, ეს არ არის უჩვეულო შეკრება ან პირველი პრეცედენტი. პერიოდულად ასეთი შეხვედრები იმართებოდა, თუმცა, დღეს ეს უფრო გაფართოებული იქნება. დრო დაეთმობა მიმდინარე მოვლენების განსჯას, მღვდელმთავრები იმსჯელებენ მათ შორის ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებზეც. დღეს შედეგებსა და გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ, ეს იქნება განხილვისა და მსჯელობის გარემო“ - აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე.
მღვდელმთავრების შეხვედრის პარალელურად საპატრიარქოსთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
მთავარი ფოტო: Facebook