,,მოქალაქეების“ ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროკავშირის ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულდა, ზოგი კი ნაწილობრივ შესრულდა, ან საერთოდ არ შესრულდა. მისივე თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებული რეკომენდაცია ერთ-ერთია იმ რეკომენდაციებს შორის, რომელიც არ არის შესრულებული.
,,ევროკავშირის რეკომენდაციები არის ნაწილობრივ შესრულებული, არის რეკომენდაციები, რომელიც შესრულდა და არის რეკომენდაციები, რომელიც არ შესრულდა, ან ნაწილობრივ შესრულდა. არშესრულებულში პირველ რიგში დავასახელებდი სასამართლოსთან დაკავშირებულ რეკომენდაციას, რომელშიც, მე პირადად ვთვლი, რომ ვერანაირი მნიშვნელოვანი წინსვლა ვერ იქნა უზრუნველყოფილი, მე ვერ დავინახე, რომ იქ რამე შეიცვალა და საუბარი იმაზე, რომ თარჯიმნები არ ვარგა სასამართლოში და კონკრეტული ტექნიკური გამოწვევები, ღიმილისმომგვრელია, როცა ამდენი კითხვის ნიშანი არსებობს. რაც შეეხება სხვა მუხლებს, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულს, სასამართლოების იმპლემენტაციასთან დაკავშირებულს, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულს, აქ მეტ-ნაკლებად პროგრესია და ის ცვლილებები, რომელიც დაინიცირდა და მიღებულ იქნა, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არსებულ კანონმდებლობას“ _ განაცხადა ლევან იოსელიანმა.