შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 7 პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულები არიან პირები, რომლებიც გუშინ დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, მკვლელობა ცხვარიჭამიაში გუშინ 18 წლის გოგოს დაბადების დღეზე მოხდა, სადაც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ახალაგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც შემდეგ სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. მოკლულია 20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც სავარაუდოდ გულის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მომხდარზე გუშინ გვიან ღამით არაერთი პირი დაკითხეს.