მსახიობმა და ტელეწამყვანმა კახა კინწურაშვილმა დღეს, ,,იმედის დილის“ ეთერში თქვა, რომ ფარდა ახდილია და ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
,,ის, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი აზრით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ასე რომ, არა უშავს, ყველაფერი წინ არის, ფარდა ახდილია. უკეთესი მომავლის იმედი, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვაქვს“ _თქვა კახა კინწურაშვილმა.