ალიანსი არსებობს „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას შორის, ამაზე კითხვის ნიშნები მთლიანად მოხსნილია და თავადვე დაადასტურეს ოფიციალური კოალიციით. ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, მათ ეს ალიანსი მათ ოთხ მუნიციპალიტეტში უკვე გააფორმეს.
,,ალიანსი არსებობს „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას შორის, ამაზე კითხვის ნიშნები მთლიანად მოხსნილია და თავადვე დაადასტურეს ოფიციალური კოალიციით. ეს ალიანსი მათ უკვე ოთხ მუნიციპალიტეტში გააფორმეს. არის დეტალები, რომელიც უკავშირდება ამ ალიანსს, კავშირებს, რომელიც ჯერ კიდევ ბევრად ადრე წარმოიშვა, ვიდრე გახარია ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან გავიდოდა. ამ თანამშრომლობის დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით ვაცნობებთ“ _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.