ვინ არიან ყველაზე აქტიური ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში
ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რომელი ოპოზიციონერი დეპუტატი რამდენჯერ იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში 2021 წლის განმავლობაში, ნათლად ასახავს მათი საქმიანობის ხარისხს პარლამენტში. სტატისტიკურად მათგან ყველაზე აქტიურებს და ყველაზე პასიურებს წარმოგიდგენთ.
2021 წელს საქართველოს X მოწვევის პარლამენტში პლენარულ სხდომებზე ოპოზიციონერი დეპუტატებიდან ყველაზე მეტჯერ სიტყვით ლევან იოსელიანი გამოვიდა.
სიტყვით გამოსვლის მიხედვით ყველაზე აქტიურ დეპუტატთა ხუთეული კი ასეთია:
ლევან იოსელიანი 93 გამოსვლა;
ანა ნაცვლიშვილი 91 გამოსვლა;
იაგო ხვიჩია 74 გამოსვლა;
ალეკო ელისაშვუილი 60 გამოსვლა;
ფრიდონ ინჯია 57 გამოსვლა.
არცერთ საპარლამენტო პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულან შემდეგი ოპოზიციონერი დეპუტატები:
შალვა ნათელაშვილი;
ელენე ხოშტარია;
ზურაბ ჯაფარიძე;
გიორგი გოდაბრელიძე;
ლევან ვარშალომიძე;
აბდულა ისმაილოვი;
მანუჩარ კვირკველია;
ვახტანგ კიკაბიძე;
რამაზ ნიკოლაიშვილი;
კახაბერ ოქრიაშვილი;
დილარ ხაბულიანი.
აღსანიშნავია ასევე, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის შესაბამისად, ოპოზიციონერი დეპუტატებიდან სხვადასხვა უწყებებში გადაგზავნილი ყველაზე მეტი წერილობითი კითხვის ავტორი ასევე ლევან იოსელიანია. ამ მიმართულებით აქტიურობით შემდეგი ხუთი დეპუტატი გამოიკვეთა:
ლევან იოსელიანი 237 კითხვა;
ხატია დეკანოიძე 233 კითხვა;
თეონა აქუბარდია 152 კითხვა;
რომან გოცირიძე 127 კითხვა;
ალეკო ელისაშვილი 112 კითხვა;
პარლამენტის მიერ მიღებული ყველაზე მეტი კანონპროექტის ავტორები ოპოზიციიდან პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი არიან.
ოპოზიციონერი დეპუტატები, რომელთა მიერ ინიცირებული კანონპროექტებიც პარლამენტმა მიიღო, არიან:
ალეკო ელისაშვილი - 5 კანონპროექტი;
ლევან იოსელიანი - 4 კანონპროექტი;
ფრიდონ ინჯია - 2 კანონპროექტი;
ავთანდილ ენუქიძე - 1 კანონპროექტი;
ხათუნა სამნიძე - 1 კანონპროექტი;
ბადრი ჯაფარიძე - 1 კანონპროექტი;
თეონა აქუბარდია - 1 კანონპროექტი;
სალომე სამადაშვილი - 1 კანონპროექტი;
პაატა მანჯგალაძე - 1 კანონპროექტი.
როგორც აღმოჩნდა, საპარლამენტო საქმიანობაში ყველაზე აქტიურად პარტია ,,მოქალაქეების“ ლიდერები არიან ჩართული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ლევან იოსელიანის, როგორც ყველაზე აქტიური დეპუტატის კომენტარი:
,,ძალიან მიხარია, რომ თურმე ყველაზე მეტი საქმე ოპოზიციიდან ჩვენ გაგვიკეთებია, ასეთ სტატისტიკას ნამდვილად არ ველოდი. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ მართალია, ეს მხოლოდ სტატისტიკაა, თუმცა ასეთი სტატისტიკებით შეგვიძლია შევაფასოთ დეპუტატების საქმიანობა, მთავარი ის საქმეებია, რომელიც რეალურად კეთდება, ჩვენ მართლაც არასდროს ვჩერდებით და ყოველთვის კონცენტრირებული ვართ იმ სოციალურ თემებზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ნამდვილად აწუხებს, ამიტომაც არის, რომ მე და ალეკო ელისაშვილი კანონპროექტების ინიციატორობით გამოვირჩევით, ჩვენ მიერ სხვადასხვა უწყებაში გადაგზავნილი ყველა კითხვაც მოქალაქეებისთვის აქტუალურ საკითხებს ეხება. ადამიანებს რეალური პრობლემები აქვთ, რომლის მოგვარებაც, თუ მოვინდომებთ, შესაძლებელია, ამიტომ ჩვენ კიდევ ბევრი მიმართულებით ვგეგმავთ მუშაობას“ _ აღნიშნავს ლევან იოსელიანი.