რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა ბანერები გაშალეს წარწერით: ,,თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს“, ,,თავისუფლება მიშას“. როგორც ისინი ამბობენ, საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მე-9 დღეა ინფორმაცია არ მიეწოდება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ექიმებს მესამე პრეზიდენტთან შესვლის საშუალება, ხოლო მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო ზარებით სარგებლობის უფლება მისცენ.