„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას განმარტავს. კობახიძის თქმით, ეს სამსახური ორი სამსახურით ჩანაცვლდება და გამოძიების ნაწილში ამ სამსახურს ფუნქციებიც კი დაემატება.
„თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური მიზნების გამო ეს არ მოხერხდა. ახლა არათუ გაუქმება, არამედ ერთი სამსახურის ჩანაცვლება ორით მოხდება. გამოძიების ნაწილში ამ სამსახურს ფუნქციებიც კი ემატება. თავის დროზე გუნდის უმრავლესობა იყო იმის მომხრე, რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, მაგრამ პოლიტიკური საკითხების გამო ეს არ მოხერხდა" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავარი ფოტო: imedinews.ge