„ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, აკაკი ბობოხიძე, ამბობს, რომ მეორე ტურის არჩევნებით ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შესაძლებელია. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თვალს იბრმავებს.
„ქართული ოცნება“ კვლავ სამარცხვინო მცდელობაშია, როდესაც თვალს იბრმავებს და თეთრზე ამბობს, რომ შავია. გუშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო და ამ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია, თუმცა, „ქართული ოცნებისგან“ არაერთხელ მოვსწრებივართ ფაქტების უტიფარ უარყოფას. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად არჩევნებში მონაწილეობას და გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. განსაკუთრებით, როდესაც პანდემიის პერიოდში ამდენი ადამიანი იკრიბება, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას ცვლილებები უნდა. ამ ცვლილებების ყველაზე რეალური გზა არჩევნებზე გადის. წინ გველოდება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი უახლოეს პერიოდში, ეს არის მეორე ტურის არჩევნები, სადაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დავამარცხოთ, ყველგან უნდა მივიღოთ მონაწილეობა“ - ამბობს აკაკი ბობოხიძე.
მთავარი ფოტო: imedi.ge