„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. მამუკა ხაზარაძის თქმით, გაყალბებას „ქართული ოცნება“ იწვევს.
,,ბათუმში 900 ბიულეტენი გაუქმდა და 15 ხმა დააკლდა ჩვენს მაჟორიტარ კანდიდატს, რომ გადასულიყო მეორე ტურში. არ მოგვცეს საშუალება გადათვლილიყო ეს ყველაფერი. საბურთალოზე ვატო სურგულაძემ 9 ხმა მიიღო და აღმოჩნდა, რომ 115 ხმა მოპარეს. ეს ორი მაგალითი საკმარისია იმის სათქმელად, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება და ამ გაყალბებას იწვევს „ქართული ოცნება“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მთავარი ფოტო: tabula.ge