საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში რეალური დემოკრატია დაამკვიდრა, ხალხი კი ქვეყანაში თავისუფლებით სარგებლობს.
მისივე თქმით, აღნიშნული 2012 წლის არჩევნების უპირველესი მონაპოვარია.
"რეალურად, დღეს, ქვეყანაში, მართლაც უნდა ვთქვათ, რომ დავამკვიდრეთ რეალური დემოკრატია, ხალხი სარგებლობს თავისუფლებით, რომელიც არის მართლაც ჩვენი, ყველასი ერთად მონაპოვარი, 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება, დემოკრატიულ ინსტიტუტებს სჭირდება კიდევ უფრო მეტად განვითარება, განმტკიცება, გამყარება, რაც იქნება საფუძველი ჩვენი შემდგომი გრძელვადიანი განვითარების" – აცხადებს პრემიერი.
ფოტო: facebook