ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის ამოქმედებულ შეთანხმებას ეხმაურება.
„ეს მართლაც ძალიან საშიშია. რატომ ახორციელებს საქართველო შეთანხმების იმპლემენტირებას 5 წლის შემდეგ, იმ სიტუაციაში, როდესაც მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ უარი თქვა ბელარუსთან თანამშრომლობაზე? საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებებს პატივი უნდა სცეს და არ მოახდინოს ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების ექსტრადირება“ - წერს ევროპარლამენტარი.
მთავარი ფოტო: metronome.ge