სასამართლოში ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე, განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დავით კუტალაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.
საქმის პროკურორის განცხადებით, ჩადენილი დანაშაული ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ქმნის. თამარ იაკობიძის თქმით, ბრალდებული როგორც ლგბტ პირების, ასევე ჟურნალისტების სიძულვილის მოტივით თავს დაესხა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს და ჯგუფურ ძალადობაში მიიღო მონაწილეობა.
პროკურორის ამბობს, რომ ვერც ერთი ჟურნალისტი დავით კუტალაძეს ვერ შეუთანხმებს, რა თემა როგორ გააშუქოს.
„ტვ პირველის“ ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას მიმართ და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ამ დროისთვის დაკავებულია ხუთი პირი, მათ შორის ოთხს პატიმრობა აქვს შეფარდებული.
მთავარი ფოტო: alia.ge