კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში დღეს ძლიერი სეტყვა იყო. სტიქიამ ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.
გურჯაანის მერიის ცნობით, სეტყვამ რამდენიმე სოფელში ერთწლიანი კულტურა გაანადგურა, დაზიანებულ სოფლებს შორისაა, არაშენდა, კაჭრეთი, ქოდალო და ჯიმითია.
არჩილ ხანდამაშვილი აცხადებს, რომ ზარალის ზუსტ რაოდენობას ხვალ დათვლიან და შესაბამისი ინფორმაცია ხვალვე გახდება ცნობილი.
ფოტო: facebook